ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 22 ოქტომბერი 2024, 22:50

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე „ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ფერაძე დააკავეს.

როგორც „იმედინიუსთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვა ჩაარტყა. დაკავებული პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„იმედინიუსი“ დაუკავშირდა „ლელოს“ პრესსამსახურსაც, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს: „გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია. როგორც სამართალდამცველი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით შესაბამის ინფორმაციას. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას და გვექნება შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი
ირმა ჭკადუა: ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც „ნაცამოძრაობის“ რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა
ლალი მოროშკინა: როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები
გელა ნიკოლაიშვილი: პატიმარი სიკვდილის პირას მიიყვანეს იმის გამო, რომ უარი თქვა ყოფილიყო „ნასედკა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
არქივი