გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რადგან საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 22 ოქტომბერი 2024, 22:23

პირველ რიგში, არჩევნებში იმიტომ შემოვედით, რომ საქართველო გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და, რომელიც შესაძლოა, დადგეს არჩევნების შემდგომ, – ამის შესახებ პარტიის „ქართველთა ერთობა“ თავმჯდომარემ, გაიოზ მამალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.

„საქართველოში პოლიტიკურ ველზე გაბატონებულია სიძულვილი ორი მძლავრი პოლიტიკური პოლუსის მიერ და ფაქტობრივად, ქვეყანა მიექანება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ორივე მხარე ამბობს, რომ მოიგებს, იმარჯვებს და არანაირად არ დათმობს, რომ მეორე მხარემ გაიმარჯვოს. ეს არის საკმაოდ რთული ვითარება და ღმერთმა უწყის, როგორ დასრულდება ეს არჩევნები“, – განაცხადა მამალაძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გეგმა აქვს პარტიას ამ სურვილის განსახორციელებლად, გაიოზ მამალაძემ განაცხადა, რომ მათი გეგმაა, ხალხს აცნობონ, რომ აუცილებელია მესამე პოლუსის წარმოქმნა, რათა ამ ორმა პოლუსმა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში ვერ ჩაითრიოს.

„ეს ერთი და უმთავრესი. სიძულვილის მაგივრად, ჩვენ მთავარ ლოზუნგად შემოვიტანეთ – გვიყვარდეს ერთმანეთი. აქ არ არის ლაპარაკი კრიმინალებზე. ლაპარაკია უბრალო მოქალაქეებზე. „ნაციონალების“ და „ოცნების“ ამომრჩეველი ჩვენ ყველა გვიყვარს და ყველას არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი ლიდერები ვფიქრობთ, უნდა წავიდნენ პენსიაზე“, – განაცხადა მამალაძემ.

მისი თქმით, პარტიის „ქართველთა ერთობა“ პრიორიტეტებია – 1992 წელს დაწყებული ეთნიკური წმენდის შეჩერება, რადგან ქვეყნიდან გარბის მოსახლეობის დიდი ნაწილი; მოსახლეობის სოციალურად დაპყრობის შეჩერება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება აშშ-თან და სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობით; უკრაინის გამარჯვება, რადგან მის გამარჯვებაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დ ასევე, კაცობრიობის განვითარების საკითხი და ა.შ.

როგორც გაიოზ მამალაძემ აღნიშნა, პარტიას დაუკავშირდნენ და მხარს უჭერენ უკრაინაში მებრძოლი სხვადასხვა დაჯგუფება – „კავკასიური ლეგიონი“, სპეცდანაყოფი „შავი არწივი“, ქვედანაყოფი „თბილისი“, ასევე ჩეჩნეთის ლეგენდარული შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი და ა.შ.

„ჩვენი მოძრაობა გავრცელებულია და მისი მეგობრები არსებობენ არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის თუ ევროპის და მსოფლიო მასშტაბით ებრძვიან ბოროტებას. ეს ძალები უნდა გახდნენ საქართველოს მოკავშირეები. საქართველომ თავისი ინტერესები უნდა გაატაროს კავკასიაში, აუცილებლად. საქართველოს ძალიან დიდი ინტერესები აქვს კავკასიაში, კავკასიის ყველა ხალხი უნდა იყოს საქართველოს მოკავშირე და საქართველოს ძლიერება ამით უფრო განმტკიცდება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, საპროგრამო პრიორიტეტი“, – განაცხადა გაიოზ მამალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი
ირმა ჭკადუა: ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც „ნაცამოძრაობის“ რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა
ლალი მოროშკინა: როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები
გელა ნიკოლაიშვილი: პატიმარი სიკვდილის პირას მიიყვანეს იმის გამო, რომ უარი თქვა ყოფილიყო „ნასედკა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
არქივი