ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მაგისტრალური გზის უპრეცედენტო პროექტში, სხვადასხვა დარგის, 400-მდე სპეციალისტი იყო ჩართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 22 ოქტომბერი 2024, 21:05

კვლევების შესაბამისად, რიკოთის მონაკვეთი აღიარებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, იგივე შუა დერეფნის, ყველაზე გამომწვევ მონაკვეთად და მხოლოდ ახალი, თანამედროვე სტანდარტის მაგისტრალური გზის მშენებლობა შეძლებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ყველა გამოწვევის გადაჭრას,-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე.

მინისტრმა განმარტა, რომ საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცენდენტოა საქართველოს საგზაო მშენებლობის ისტორიაში და ამ ფაქტს ციფრები კიდევ უფრო ამყარებს - ჯამურად, რიკოთზე ორივე მიმართულებით აშენებული გვირაბების სიგრძე - 36 კმ, ხოლო ხიდების სიგრძე - 21.4 კმ. იქნება.

ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობაში დაგეგმვის ეტაპიდან დაწყებული, პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ეტაპზე 400-მდე ქართველი და არაერთი სხვა საერთაშორისო სპეციალისტი იყო ჩართული. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები - ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, ხარისხის, საგზაო და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

მან, ასევე, ცალკე გამოყო საქართველოს მოქალაქეების წვლილი პროექტის განხორციელებაში, როგორც კომპანიების, ისე ფიზიკურად დასაქმებულების სახით და განაცხადა, რომ რიკოთის მშენებლობისას მათ მიერ მიღებული გამოცდილება გახდება სხვა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებში მათი კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის საფუძველი.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, დაგეგმვის ეტაპიდან ჩართული არიან ჩვენი ერთგული განვითარების პარტნიორები - ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. მხოლოდ ასეთი მაღალი ჩართულობით იყო შესაძლებელი ამ მასშტაბის პროექტის და გამოწვევის დაძლევა და ამდენი ადამიანის შრომის შედეგია ის, რომ საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, რაც შეეხება სამუშაოებს, მათი პროგრესი 98%-ია“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს
გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რადგან საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს
ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტისას ბენიამინ ნეთანიაჰუს 2 საათზე მეტხანს ესაუბრა - CNN
დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან - 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ
სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის არჩევნებამდე დასახელება გადაიფიქრა
არქივი