ირაკლი ქარსელაძე: რიკოთზე გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 22 ოქტომბერი 2024, 20:56

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი
რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ.

რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.
ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება.

,,დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს
გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რადგან საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს
ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტისას ბენიამინ ნეთანიაჰუს 2 საათზე მეტხანს ესაუბრა - CNN
დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან - 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ
ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მაგისტრალური გზის უპრეცედენტო პროექტში, სხვადასხვა დარგის, 400-მდე სპეციალისტი იყო ჩართული
არქივი