25 ოქტომბერს უქმე დღესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 22 ოქტომბერი 2024, 20:51

25 ოქტომბერს უქმე დღესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოაცხადა, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩი იყოს დაკავებული იმით, დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში, ნაცვლად ამისა, ბოლო პერიოდში გართულია ქართული პოეზიით
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს
გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რადგან საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს
ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტისას ბენიამინ ნეთანიაჰუს 2 საათზე მეტხანს ესაუბრა - CNN
დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან - 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ
არქივი