ირაკლი კირცხალია: ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რომ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია მშვიდობის, აღმშენებლობისა და ღირსების მხარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 22 ოქტომბერი 2024, 17:52

ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რომ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია მშვიდობის, პოზიცია აღმშენებლობისა და ღირსების მხარეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

„ერთხელ და საბოლოოდ, იმ უსამშობლოებს, რომლებიც ჯერ 2012 წლამდე ხელისუფლებაში დაკავებულები იყვნენ ფაშისტური მმართველობით და შემდეგ ოპოზიციიდან თავიანთ პატრონებთან და ლობისტებთან ერთად აგრძელებენ ქვეყნის გაყიდვას და მონურ მსახურებას, მაქსიმალურად გავცეთ ერთხელ და საბოლოოდ ის ღირსეული პასუხი, რომელიც თითოეულ ქართველ დედას, მამასა და ახალგაზრდას შეეფერება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი