თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 22 ოქტომბერი 2024, 13:26

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია. ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“, ხოლო, კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის.

ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!

ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია.

ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“ რომელიც სახალხო მანდატით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან ჭიდილში და მისგან მართული პოლიტიკური ძალები საკუთარ დესტრუქციაში დაკარგავენ პოლიტიკურ ფასს.

ახლა, ქვეყანას სჭირდება სწორი პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ქუდზე კაცის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი ხმით როგორც პოლიტიკური ხელმოწერით უნდა გავაფორმოთ გამარჯვება!

დღეს უნდა დავდოთ თითო აგური 2028 წლის არჩევნებში ჯანსაღი ძალების მონაწილეობისათვის.
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ღირსეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი და შესაძლებლობა კარგსა და უკეთესს შორის გააკეთოს არჩევანი.

მინაწერი: „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იმსახურებს დროულ გასამართლებას!“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი