დავით ქართველიშვილი: მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენეს NDI ან IRI-ს გამოკითხვები, სადაც ქართველი რესპონდენტები აფიქსირებენ პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 21 ოქტომბერი 2024, 11:36

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი წერს, არჩევნების შედეგებმა NDI -სა და IRI-ს მიერ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები გაახსენა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კვლევების თანახმად, ქართველ რესპონდენტთა ერთი და იგივე კონტინგენტი ერთდროულად აფიქსირებდა დიდ ნდობას პატრიარქის მიმართ და ამავდროულად ძალიან მცირე ნაწილს აღელვებდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

„მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის თაობაზე. ამ მომენტისთვის დამუშავებულია ბიულეტენების 98%. წინასწარი შედეგი შემდეგნაირია: მოქმედი პრეზიდენტი სანდუ 42%-ით უსწრებს კონკურენტ სტოიანოღლოს, რომელმაც აიღო 26%. წინ გვაქვს მათ შორის 3 ნოემბერს ჩასატარებელი მეორე ტური. რაც შეეხება რეფერენდუმს, ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარით უპასუხა ევროინტეგრაციის საკონსტიტუციო ჩანაწერით გამაგრებას.

ამ მხრივ, მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენეს NDI ან IRI-ს ბოლო წლების გამოკითხვები, სადაც ქართველ რესპონდენტთა ერთი და იგივე კონტინგენტი ერთდროულად აფიქსირებს პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას, 85%-ს სჯერა რომ ჩვენ შევალთ NATO-ში, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მოკლედ მოლდოვასა და საქართველოში ამ კუთხით დაფიქსირებული სურათი აშკარად გვაგონებს ცნობილ კინემატოგრაფიულ ფრაზას: „ვიღაცა ურევს, ვიღაცა!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი