შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა - უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება - პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 20 ოქტომბერი 2024, 10:26

რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში მხარს უჭერს „ტექნიკურ მთავრობას“ და რიგგარეშე არჩევნებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა ყოფილა საქართველოში და არა მათში, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოიწოდებენ.

,,რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება.

რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება. პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!” - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი