ზურაბ ქადაგიძე: ჯგუფი „მგზავრების“ გარშემო რაც ხდება, ეს საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 19 ოქტომბერი 2024, 14:51

ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება, ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „მგზავრების“ პირველი პოსტი ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ ისე დაწერა, რომ არც მის ძმას და არც ჯგუფის დანარჩენ წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ნინი დედალამაზიშვილმა იმ მიზნით, რომ „ბაბლისთვის” მოსაწონი ყოფილიყო, საკუთარი ძმა და მთელი ბენდი გასწირა, სწორედ ეს მიაჩნია ქადაგიძეს ლიბერალური ფაშიზმის სახედ.

„ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ და ეცადეთ, რომ ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი.
ეცადეთ მაინც. ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება - ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს.

მგზავრების პირველი FB პოსტი დაწერა ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა ისე, რომ არც ძმას და არც ჯგუფის სხვა წევრებს არაფერს დაეკითხა. ეს გოგო არის ჩვეულებრივი ეკა გიგაური, ან ნინო ლომჯარია სხვა სახელით და გვარით. ფაშისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ოღონდ შესძვრომოდა როგორმე თავის „ბაბლს“, „არა რუსეთს“ ლოზუნგით, გაწირა საკუთარი ძმა და მთელი ბენდი. შემდეგ ამ საქციელით რომ უნდა ეამაყა, გვარამიას არხზე მივიდა და იქიდანაც ეკეკლუცა პატრონებს. ამ დროს შოკში არიან ჯგუფის წევრები, მაგრამ ფაშისტკასგან განსხვავებით, ღიად ვერ უპირისპირდებიან სოლისტის ოჯახის წევრს. ფაშისტკა სამაგიეროდ მილოცვებს იღებს და შექებას მისნაირი გოიმებისგან.

ეგრეა რა ნაცლიბერდებილების საქმე - დაავალებენ? ოჯახსაც გაყიდიან“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი