„ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე: ვტოვებ „ლელოს" პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გადაწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 18 ოქტომბერი 2024, 22:33

ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით- წერს პარტია „ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე და პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განმარტებით, იგი პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად. ასევე, კოჩალიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ლელოს" პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!“-წერს სულხან კოჩალიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი