რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა. მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 18 ოქტომბერი 2024, 22:26

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს;

2. პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მოღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს;

3. პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ;

4. ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ;

5. „ჯარში მსახური-მონობაას“ პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი, ვითომ, „პრადვინუტი“ „ლიბერალები“ და სამხედრო ვიდეოთამაშების ლომები, დღეს სამხედროებში ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტზე ლაპარაკობენ.

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული.

ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, - წერს რატი ბრეგაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან
გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი დღეს იმდენად გამჭვირვალე და საჯაროა, რომ ფაქტობრივად, რაიმე სივრცე, მანიპულაცია განხორციელდეს, თეორიულადაც აღარ არსებობს
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება
ლევან კობიაშვილი - ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე
არქივი