გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი დღეს იმდენად გამჭვირვალე და საჯაროა, რომ ფაქტობრივად, რაიმე სივრცე, მანიპულაცია განხორციელდეს, თეორიულადაც აღარ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 18 ოქტომბერი 2024, 22:23

საქართველოში 3 031 საარჩევნო უბანი მოემსახურება ამომრჩევლებს. აქედან 2 263 უბანი ტექნოლოგიური საშუალებებით იქნება აღჭურვილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, დარჩენილ 768 საარჩევნო უბანზე არჩევნები კვლავ ტრადიციული წესით ჩატარდება.

„აღსანიშნავია ის, რომ ასეთ შემთხვევაში მთელი რიგი მოდერნიზების ელემენტებია გამოყენებული.

პროცესი დღეს იმდენად გამჭვირვალე და საჯაროა, რომ ფაქტობრივად, რაიმე სივრცე, მანიპულაცია განხორციელდეს, თეორიულადაც აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ შეთქმულების თეორიებს, თუ არ ჩავთვლით მითებს თუ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის.

სისტემა შექმნილია და ეფუძნება ქაღალდის კვალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქმედება, ყველა ნაბიჯი არის გადამოწმებადი, აუდიტირებადი, შემოწმებადი და ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს საჯაროობის მაღალი მაჩვენებლის არსებობას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ინტერნეტის კომპონენტს არ ექნება ადგილი და მოწყვლადობა კიბერსაფრთხეებთან, გარე ჩარევებთან და ინფორმაციით მანიპულირებასთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისითაც ეს პროცესი დაცული არის.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიები შედგება 17 წევრისგან, საიდანაც 8 არაპარტიულია, ხოლო 9 - პარტიული. ამ კონფიგურაციის ფარგლებში ერთი მმართველ პარტიას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ე.წ. ოპოზიციურ მხარეს. შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაა და პროცესი ინკლუზიურია“, - დასძინა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან
რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა. მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული
გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება
ლევან კობიაშვილი - ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე
არქივი