ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 18 ოქტომბერი 2024, 22:19
ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა სამტრედიელებს მიულოცა საფეხბურთო კომპლექსის გახსნა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, ბავშვს და ასეთ ბედნიერ სახეებს ვხედავ. მართლა ძალიან ბედნიერი დღეა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე კიდევ ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. მინდა ყველას განსაკუთრებული წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს სამტრედიაში ეს სტადიონი. კახა კალაძე არის, არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ის არის ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მან შექმნა ის ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება სჭირდება და ეს სტადიონი ამისთვის შექმნის საუკეთესო საშუალებას. მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, პირადად ლევან კობიაშვილს, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, FIFA-სUEFA-ს, რომელმაც მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს და ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გილოცავთ სამტრედიელებს და ყველას ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო კომპლექსის გახსნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან
რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა. მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული
გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი დღეს იმდენად გამჭვირვალე და საჯაროა, რომ ფაქტობრივად, რაიმე სივრცე, მანიპულაცია განხორციელდეს, თეორიულადაც აღარ არსებობს
ლევან კობიაშვილი - ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე
არქივი