სერგეი ლავროვი - რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროს საკითხების განხილვის შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 18 ოქტომბერი 2024, 17:33

რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროს საკითხების განხილვის შესაძლებლობა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სტამბოლში, 3+3-ის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლავროვის თქმით, საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია დარჩება.

„ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის საქმიანობაში. თბილისთან გვაქვს კონტაქტები. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, „3+3“ ფორმატი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა. მასში სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, ასევე, ირანი, თურქეთი და რუსეთი შედიან. ინიციატივა ერდოღანმა პირველად 2020 წელს გააჟღერა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, ხოლო მეორე – 2023 წელს თეირანში. საქართველო არცერთ შეხვედრას არ დასწრებია. მოლაპარაკებებში საქართველო ამჯერადაც არ მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან კობიაშვილი - ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე
„საქართველოს რკინიგზა“ - 3 სექტემბერს სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება კომპანიის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად
გიორგი გახარია ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე - დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ - „ქართულმა ოცნებამ” ყველა ხიდი დაწვა
რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზარის“ ტერიტორიაზე ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გერმანიის ელჩი - საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს
არქივი