გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 18 ოქტომბერი 2024, 15:39

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების, მათი მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები და აღნიშნული ფაქტები შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის მიერ სიცრუის ტირაჟირება.

„მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის ელჩი - საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს
უკრაინამ 501 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
ჯგუფი „მგზავრები“: სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე
მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება- ამას თავად აღიარებენ
ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
არქივი