თინათინ რუხაძე - ვეცდები, სფეროში, რომელშიც 35 წელია, დაუღალავად ვმუშაობ, სიკეთე მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 ოქტომბერი 2024, 15:03

ვეცდები, სფეროში, რომელშიც 35 წელია, დაუღალავად ვმუშაობ, სიკეთე მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურა და სპორტი საქართველოსთვის ლოკომოტივივით გამწევი ძალაა.

„მოგესალმებით, მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ეს შემოთავაზება დღეს გაგვიკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ, გვაქვს ხედვები, ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი, ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან, ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო.

ვეცდები,  სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე, როგორც მუსიკოსი და კულტურის დარგის მენეჯერი, ვმუშაობ, ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი, როგორც კულტურაში ისე სპორტში მსოფლიოში გააქვს. ისინი ძალიან ღირსეულად და ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. მადლობა ყველას ნდობისთვის, იმედი მაქვს, რომ კულტურისა და დროებით სპორტის სფერო გვენდობა. დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას, რათა უპირველესად საქმე გავაკეთოთ და საქმე წინ წავიყვანოთ“, – აღნიშნა რუხაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა
პრემიერი: ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: კიევის ბრალი არაა, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია!
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
არქივი