ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 ოქტომბერი 2024, 15:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

„როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების  ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში საარჩევნო პროცესები ჯანსაღ გარემოში წარიმართება და, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი ყველაზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ობიექტური შეფასების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დაკვირვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა
პრემიერი: ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: კიევის ბრალი არაა, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია!
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
არქივი