ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 18 ოქტომბერი 2024, 14:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა.

კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

„მინდა, გაგაცნოთ თინათინ რუხაძის ბიოგრაფიული მონაცემები. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, მოგვიანებით იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისი ტვ“-ის გენერალური პროდუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდუსერი. გახლდათ შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდუსერი, აგრეთვე ვასო ბაშიძის სახლობის მუსიკისა და დრამის თეატრის გერენალური დირექტორი, საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულუტურის საკითხებში. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობაძემ.

თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა
პრემიერი: ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: კიევის ბრალი არაა, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია!
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
არქივი