სოზარ სუბარი: ველოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 18 ოქტომბერი 2024, 13:57

„ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება არა 7,5%, არამედ, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში“, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„[ეკონომიკური ზრდის შესახებ დადებითი] მოლოდინი, პირველ რიგში, არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მეორე - გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის გამოც ბევრი ისეთი პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალ წლებშიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას.

სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა
პრემიერი: ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: კიევის ბრალი არაა, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია!
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
არქივი