ნინო ლაცაბიძე: მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი და პარტიული ტელევიზიებისგან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 18 ოქტომბერი 2024, 13:23

რუსთავის მერიაში დასაქმებული ადამიანები, ყოველ დღე ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და ვერავის მივცემთ უფლებას, ცილი დასწამონ, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მანიპულირება მოახდინონ, შეურაცხყონ და რაიმე სხვა სახის ზიანი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლებს, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში ჩატარებულ ბრიფინგზე.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პარტიულ ტელევიზიებს ვერ მისცემენ იმის უფლებას, რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში წარმართვას.

„რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფებების მხრიდან, სიძულვილზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ, ერთხელ უკვე მიგვიყვანა ძალიან დიდ ტრაგედიამდე, როცა ოპოზიციური დაჯგუფებების ქმედებამ, ფატალური შედეგით დაასრულა ადამიანის სიცოცხლე. არავინ იცის, რა ზიანი მიაყენა ტელეკომპანია „მთავარის“ გუშინდელმა სიცრუემ ჩვენი დასუფთავების სამსახურში დასაქმებული ასაკოვანი ქალბატონების ჯანმრთელობას. საუბარია უაღრესად კეთილშობილ ადამიანებზე, რომლებიც ათწლეულებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ასევე, ვერ მივცემთ პარტიულ ტელევიზიებს იმის უფლებას, რომ რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში წარმართვას.
რუსთავი დღეს განვითარების სრულიად ახალ გზაზეა, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალას და ენერგიას არ ზოგავს იმისთვის, რომ რუსთაველებმა კიდევ უფრო უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ. ქალაქი დღეს ვდგავართ ერთად და ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის საქმეს. გვაქვს მშვიდი, იმ სიბინძურისგან აბსოლუტურად გამიჯნული გარემო, რისი თავზე მოხვევის მცდელობაც ჰქონდა ტელეკომპანია „მთავარს“ გუშინდელი სიცრუით და ამის საშუალებას ჩვენ, რუსთაველები, არ მივცემთ.

მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიებს, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, რაც დაადასტურებს და რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, უფრო დეტალურად შეისწავლონ ის ფალსიფიკაცია, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი და ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა
პრემიერი: ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: კიევის ბრალი არაა, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია!
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
არქივი