პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 18 ოქტომბერი 2024, 12:17

ვიმედოვნებთ, რომ  ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გრძნობენ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ზონა უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რაც, მისივე თქმით, საქართველოსაც მოიცავს.

„ევროკავშირი არის ჭეშმარიტად წარმატებული მშვიდობიანი პროექტი. 70 წელზე მეტი დროის განმავლობაში ევროკავშირის საშუალებით ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთლიდღეობა ყველა წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ეს ზონა, ეს ოჯახი უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც აკაკუნებენ ჩვენს კარზე. ეს მოიცავს საქართველოს. ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, მაგრამ მამაცი გადაწყვეტილება, მოგესალმოთ ევროკავშირში. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პირობების შესაბამისად მოხდება. სამწუხაროდ, გასული წელი დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო მიახლოვებოდა ევროკავშირს, მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქარეს საჭირო რეფორმები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, – განაცხადა ელჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა სგპ ,,სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
ნინო ლაცაბიძე: მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი და პარტიული ტელევიზიებისგან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში
მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად არიან რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები
კახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ: ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რადგან სადაც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო
არქივი