ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 18 ოქტომბერი 2024, 12:09

მინდა, ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელიც მოემსახურება თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაგირო გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი სტუმრებისთვის ასეთი ტიპის პროექტები ყველა თვალსაზრისით.

„ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს პროექტი, ისევე როგორც მერიის მიერ განხორციელებული ყველა სხვა პროექტი, არის გამორჩეული გემოვნებით და ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, მერიის ხელმძღვანელობას, კომპანიებს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში.

რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა. ასეთი პროექტები სჭირდება ქალაქის განვითარებას. ჩვენ, ყველანი ვამაყობთ ჩვენი არაჩვეულებრივი დედაქალაქით, შესაბამისად, ამ ქალაქზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ არაჩვეულებრივი საბაგიროს აღდგენას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა სგპ ,,სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
ნინო ლაცაბიძე: მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი და პარტიული ტელევიზიებისგან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში
მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად არიან რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები
კახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ: ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რადგან სადაც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო
არქივი