გრეტა წიწავა „მგზავრებს“: თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში რათა კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 18 ოქტომბერი 2024, 10:32

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ჯგუფი „მგზავრების“ მიერ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ზღვის უბნის პარკის გახსნის კონცერტის გაუქმებას ეხმიანება.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მაშინ როცა „მგზავრებს“ რუსეთში არ ეძინათ, რათა იქ კარგი კონცერტი გამოსვლოდათ, მას და „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ეძინა იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.

„აი თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში არა ერთი კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო -ასეთია ჩვენი „წარსულის ისტორია“

პ.ს: რუსეთში კონცერტზე არ გითქვამთ უარი და გალამაზებულმა თბილისის ზღვისუბნის პარკმა რა დაგიშავათ - რაც დაგემართათ სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმის შედეგი #არაბულინგს #მგზავრები

პ.პ.ს. ისე ევროპის დონის პარკი კი გამოვიდა და მადლობა ყველას ვინც ეს განადგურებული ადგილი სამოთხედ აქცია - 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკი გაიხსნება“, - წერს გრეტა წიწავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
არქივი