ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 18 ოქტომბერი 2024, 09:35

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის დედაქალაქში ის ქვეყნის კანცლერს ოლაფ შოლცს, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდება, რათა განიხილოს კიევის მიერ გაჟღერებული წინადადებები რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, აღნიშნავს სააგენტო.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს. Reuters-ის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მალე დასრულდეს.

ბაიდენი გერმანიაში ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს გეგმავდა ჩასვლას, სადაც რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მისი ვიზიტი ამერიკაში მძვინვარე ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
არქივი