სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 18 ოქტომბერი 2024, 00:00

უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში არის მოლდოვა. ადამიანის უფლებების დარღვევაზეც თუ ვილაპარაკებთ, ამაშიც, მდგომარეობა, რომელიც არის მოლდოვაში, ეს არის კატასტროფა. თუ ამას ევროპულ სტანდარტსა და ადამიანის უფლებების დაცვას უწოდებენ, მაშინ კარგად ყოფილა ევროპის საქმე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიის უკუსვლაზე, არ მინდა წყევლასავით გამომივიდეს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება და მაშინდელი ადამიანის უფლებები მოსწონთ, არ მინდა ვუსურვო, რომ თავიანთ თავზე გამოცადონ ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის ციხეებსა თუ გარეთ, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვისა და ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ ვისაც ის მოსწონს, იმისთვის არც ევროპაა მშობლიური და არც ადამიანის უფლებები.

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც ორი პოლიტიკური პარტია აიკრძალა ისე, რომ არანაირი დასაბუთება არ არსებობდა, რატომ უნდა აიკრძალოს, მაშინ, როდესაც საქართველოზე გვეუბნებიან, რომ პარტია, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ის პარტია თურმე არ უნდა გასამართლდეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მოლდოვაში პროცესი მიდის, როდესაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, რადგან საარჩევნო კამპანიაში რუსულ კვალს ეძებენ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
სოზარ სუბარი: ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში
სოზარ სუბარი: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ენჯეო“ აგენტურამ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოს რამდენიმე ათეული ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა არჩევნების გაყალბების მიზნით. შემდეგ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს, ვერც ახლა დადებენ
რატი იონათამიშვილი: სადაც არის სააკაშვილი, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იქ არის კორუფცია, დანაშაული, ძალადობა და გამოძალვა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია
არქივი