სოზარ სუბარი: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ენჯეო“ აგენტურამ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოს რამდენიმე ათეული ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა არჩევნების გაყალბების მიზნით. შემდეგ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს, ვერც ახლა დადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 17 ოქტომბერი 2024, 22:44

წინა არჩევნების პერიოდში, თუ არ ვცდები საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო როდესაც „ენჯეო“ აგენტურამ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოს რამდენიმე ათეული ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა არჩევნების გაყალბების მიზნით. შემდეგ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არ ეძლევათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, არის ზეწოლა, პირადობის მოწმობებს ართმევენ მოქალაქეებს და ასე ცდილობს მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას და ამას ამტკიცებს სალომე ზურაბიშვილიც სხვადასხვა ინტერვიუში, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

„საარჩევნო კამპანიას ისინი [ოპოზიცია] არ ატარებენ იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება ზეწოლას, პირიქით არის. სწორედ ოპოზიციურმა არხებმა, რომლებიც მხოლოდ ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ, თქვეს უარი „ქართული ოცნების“ რეკლამირებაზე. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, ეს ტყუილია, ამის ფაქტი ვერ დადეს და ვერც დადებენ. მოგონილი ამბავია. კარგად გვახსოვს წინა არჩევნების პერიოდში, თუ არ ვცდები საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო როდესაც „ენჯეო“ აგენტურამ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოს რამდენიმე ათეული ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა არჩევნების გაყალბების მიზნით. შემდეგ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს. ახლაც [პირადობის მოწმობის ჩამორთმევაზე] რაც თქვეს, აღმოჩნდა, რომ ადამიანმა უბრალოდ გამოიცვალა გვარი, ერთი მოწმობა გაუქმდა და მეორით მიდის არჩევნებზე. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ათეულობით ფაქტი, როდესაც ისინი ჩადიან უბრალოდ დანაშაულს, ხევენ და ანადგურებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს, ხდება ბანერების გადაღებვა და შემთხვევითი ალბათ არ არის, რომ სწორედ ის წარწერა გადაღებეს, სადაც ეწერა „არა ომს“. აქედანაც ჩანს მათი მოწოდება ომისკენ, რომ მზად არიან ომში ჩართონ ქვეყანა“, - აღნიშნა სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
სოზარ სუბარი: ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში
რატი იონათამიშვილი: სადაც არის სააკაშვილი, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იქ არის კორუფცია, დანაშაული, ძალადობა და გამოძალვა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია
არქივი