სილვინიო: ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდი მათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 15 ოქტომბერი 2024, 10:16

ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდი მათ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შედეგის მიუხედავად, შანსები ბოლო ტურამდე ყველა ნაკრებს ექნება, - განაცხადა საქართველოსთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ. მან მატჩის მსვლელობაზეც ისაუბრა.

„რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრე ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა. შანსები საქართველოსაც ჰქონდა. მთლიანობაში, ჩვენი თამაშით და დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. იმედია, შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სილვინიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი