ვილი სანიოლი: უკვე გადაწყვეტილი მაქვს ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ შემთხვევითობა არ ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 13 ოქტომბერი 2024, 18:03

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის გუნდი საგურამოშია, სადაც თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ამ ეტაპზე გუნდში ტაქტიკური ცვლილებები არ განიხილება.

„უკრაინასთან მატჩში მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, თამაშიდან გამომდინარე მოგებაც შეიძლებოდა, ამიტომ ამ ეტაპზე ტაქტიკურ ცვლილებებს არ განვიხილავ, მთავარია თამაში ბევრად უკეთ დავიწყოთ და დავალებები სწორად შევასრულოთ.

უკვე გადაწყვეტილი მაქვს ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ შემთხვევითობა არ ყოფილა, შრომის და ღირებულებების შედეგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ალბანეთთან მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. საქართველო - ალბანეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი