ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
ქართველიშვილის თქმით, საზოგადოების შეხსენებას, დამშვიდებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ და გაორმაგებული სიფხიზლით მოახდინონ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა.
„ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე.
საზოგადოების მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია 2016 წელს არჩევნებამდე 3 დღით ადრე არეულობა-პროვოკაციის მიზნით, ნაცსექტის მიერ საკუთარი ერთ-ერთი ლიდერის ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმა. ამის თაობაზე გივი თარგამაძის ჯიუტი დუმილის გათვალისწინებით - როგორც ჩანს თავის აფეთქებაზე „წერილობითი თანხმობის“ არსებობის საფუძველზე განხორციელებული ლიკვიდაციის მცდელობაზე.
კარგად გვახსოვს 2020 შემდგომი საპარლამენტო არჩევნების წელიწადს გიორგი გაბუნიას ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმაც და სატელეფონო საუბრები - არეულობის დროს, რომელიმე ფეხმძიმე ქალის სასურველი დაღუპვის თაობაზე. გვახსოვს ამ არეულობების მოსაწყობად ერთ წელიწადში ქვეყანაში კონტრაბანდულად გამოგზავნილი ბელადი.
გვახსოვს ასევე ხან ზღვით, ხან თვითმფრინავით ჩამოსული უკრაინელი ბოევიკები, საიდანაც დიდი ნაწილის დეპორტირება მოვახდინეთ, ნაწილი დავიჭირეთ, მაგრამ ნაცების მესამე პრეზიდენტმა მათი ამნისტირებაც მოახდინა. გვახსოვს უკრაინიდან შემოსული ტროტილისა და ამფეთქებლების დიდი პარტიის დაკავება, საიდანაც ნაწილი რუსეთის, ხოლო ნაწილი - საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოსაწყობად იყო გამიზნული.
ვიცით ასევე გივი თარგამაძის „ქილერის“ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში შემოსვლისთანავე დაკავების თაობაზე. მის მიერ მოცემული ჩვენებებიდან ვიცით თარგამაძის მკვლელობის ორგანიზატორების ვინაობაც: მიხეილ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში გავიგებთ ლიკვიდაციის ახალი ობიექტების თაობაზე.
ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოების შეხსენებას, დამშვიდებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ - ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს. ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ და გაორმაგებული სიფხიზლით მოახდინონ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |