მსგავსი პარტიები გაცილებით საშიშია, რომლებიც თამაშობენ დედა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
„დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაა შემოკრებილი, მეც დიდი ხანია ვეძახი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რადგან იდეოლოგიური სხვაობა მათ შორის არ არის.
ყველა არჩევნების წინ, მუდმივად მიდის ერთი და იგივე სუბიექტებს შორის გადაჯგუფება-გადმოჯგუფება. როგორც ჩანს ოპოზიციის განახლება მათი გადასაწყვეტი არ არის, ალბათ ეს დავალება პატრონებისგან უნდა მიიღონ.
მათ ასევე არ გააჩნიათ იდეოლოგია და ღირებულებები. ეს არის ფიქტიური პარტიები და გაერთიანებული არიან არჩევნებიდან გამომდინარე და არა იდეოლოგიების, ღირებულებების, პროგრამების მიხედვით, როგორც ხდება ეს დემოკრატიულ ქვეყნებში.
რომ გაიძახიან კოალიციური მთავრობა კარგიაო, არავის დაუმტკიცებია, რომ ეს ნამდვილად ასეა და ამას ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება, რომ კოალიციურმა მთავრობებმა იმუშაონ. სხვა კოალიციური მთავრობის მქონე ქვეყნებს თვეები სჭირდებათ ჩამოყალიბებაზე და ჩვენნაირ ქვეყნებში ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ქაოსს.
„ლელოზე“ რომ ვისაუბროთ, სადაც ყველანაირი პოლიტიკოსია თავმოყრილი, შემიძლია შევადარო ლოტოს, ტომარაში ჩაყრიან ლოტოს ქვებს და ამოალაგებენ ხოლმე, ასე არიან ესენიც“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |