ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 10 ოქტომბერი 2024, 17:13

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური საფეხბურთო ჩემპიონატის სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ინფორმაცია სერია ა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კვარაცხელია სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივარმა დაასახელა. გამოკითხვაში მან ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიცაა „იუვენტუსის“ მცველი გლეისონ ბრემერი, „ბოლონიის“ თავდამსხმელი სანტიაგო კასტრო, „კომოს“ თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე, „ინტერის“ მცველი ფედერიკო დიმარკო და „მილანის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი.

შესაბამისი ჯილდო კვარაცხელიას 26 ოქტომბერს „ნაპოლი“ – „ლეჩეს“ მატჩის დაწყების წინ გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი