რომან გოცირიძე: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 08 ოქტომბერი 2024, 21:50

„მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, რომელსაც ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სურს.

„ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია ყველა შეთანხმება, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით - ეს გაგვიჩერეს. მაკრონმა თქვა, რომ ჩვენ ველოდებით არჩევნების შემდეგ ახალ ცვლილებებსო, შარლ მიშელმა იგივე თქვა, ამერიკის კონგრესში იმავეს ამბობენ. დედამიწის ზურგზე არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, ორბანიც კი არაფერს ამბობს, ორბანსაც კი რცხვენია, რომ არჩევნებში უნდოდეს ქართული ოცნების გამარჯვება," - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები არის თუ არა ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, გოცირიძემ უპასუხა: „ირიბად ჩარევაა კი ბატონო, რა პრობლემაა. როდესაც ვენესუელაში არჩევნები იმართება, ამერიკას ვისი გამარჯვება უნდა?“ ხოლო წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, იმას, რომ ევროკავშირის ელჩი ირიბად მხარს უჭერს ოპოზიციას, რომან გოცირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
ნინო წილოსანი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პოზიტიურია
ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
არქივი