18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, სარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს, ხოლო, რადგან „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა.
მიქანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა „მთავარის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაგმობის ნაცვლად მოიწონეს.
„„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ევროპული ორბიტისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ხელმძღვანელებმა, ასევე - ორგანიზაციამ „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატეს საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო“, - განაცხადა მიქანაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |