გივი მიქანაძე: ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 08 ოქტომბერი 2024, 11:42

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან. დღევანდელი შუალედური ანგარიშიც ამის დადასტურებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში, რაც მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის.

„გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის. ამის საპასუხოდ, მმართველი გუნდი აგრძელებს მშვიდობიან წინასაარჩევნო კამპანიას და მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ უფრო მოცულობითი, დეტალური ანგარიში 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ტრადიციულად ატვირთულია „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში, მისი ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები, დაეგზავნება დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით და მათ ეს ინფორმაცია დეტალურად მიეწოდებათ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: მოქმედ ადმინისტრაციას სურს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ჩვენი ხელისუფლებაც გადატვირთვის მზადყოფნას აცხადებს
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული - აქცენტი ხლისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
არქივი