მიხეილ ყაველაშვილი: რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 08 ოქტომბერი 2024, 11:31

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ უარყოს, რომ მათი გავრცელებულია ეს დეზინფორმაცია“, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ელჩმა შემდეგი განცხადება გაკეთა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.“

მისი თქმით, ეს არის ქართულ პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა და მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ გარე ძალებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან.

„ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, მაგალითად, ბილბორდებთან დაკავშირებით ჰერჩინსკის განცხადებები უკვე პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში. რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით? ეს არის პირდაპირი ჩარევა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თავი უნდა შეიკავონ შეფასებებისგან და საშუალება მისცენ ქართულ საზოგადოებას თავად აირჩიოს თავისთვის სასარგებლო ხელისუფლება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული - აქცენტი ხლისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან
არქივი