ზაალ ანჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 08 ოქტომბერი 2024, 10:50

დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ, წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა. ანალიტიკოსის შეფასებით, ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

„რაც უფრო მეტად დაუხრი თავს თავხედს, მით უფრო მეტად და მწარედ წამოგაჯდება თავზე. დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ.
26 ოქტომბერს კანონის და კონსტიტუციის უხეშად დარღვევით პრეზიდენტის რეზიდენციაში ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა. ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში. ზურაბიშვილის აბსურდულ განცხადებაზე „ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო,“ რითაც დაადასტურა რომ არის მხარე, ბევრი კომენტარი არც ღირს. აქ მთავარია ის, რომ ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. რატომ? იმიტომ რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან „მწვანე შუქი“ აენთოთ. ამის დასტური გახლდათ თუნდაც აშშ-ს საელჩოს ყბადაღებული "ქარდები", ასევე დიპლომატიური პროტოკოლიდან და ეტიკეტიდან გასული ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო. ეს თავხედური განცხადება მას რატომღაც გაუტარეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
თამარ ჩერგოლეიშვილი ბადრი ჯაფარიძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: რა დელუზიური მანიაკები არიან, რომ შუაში ეს სამარცხვინო, გამყალბებელი, პოლიტიკურად ბანკროტი დინოზავრი, გიგი წერეთელი უდგათ და სერიოზულად აღგვიქვითო ითხოვენ
კახა კახიშვილი: საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი, ამ ფონზე, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება გაუგებარი და აუხსნელია
გიორგი ფანგანი: გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა
ნინო ფოჩხუა: ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ის ლეგიტიმურია და თუ იყო უმნიშვნელო ხარვეზები, ის გამოსწორებადია
არქივი