„აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი "წითელ ხაზებს უახლოვდება. ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ამერიკელებისთვის უზრდელობა და უხამსობა - ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსია.
„პრინციპში რატომ გვიკვირს. 2026 წელს აშშ-ს აქვს მრგვალი თარიღი - დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 250 წელი. მათ შორის - ამერიკელი აბორიგენებისაგან მიღწეული დამოუკიდებლობის. ქვეყანაში, სადაც მე-19 საუკუნის გმირის, გენერალ შერიდანის ცხოვრებისეული კრედო იყო: "კარგი ინდოელი - მკვდარი ინდოელი" - ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელზე“ საუბარი, მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასი ქმედებაა.
როგორ გინდა იმ ქვეყნის შვილს, სადაც სტუმრებმა მასპინძლები ფიზიკურად ამოხოცეს - საქართველოს 30-საუკუნოვან ისტორიაზე ესაუბრო. ყოველთვის ვიძახდი, ამერიკელი ელჩების ძირითადი პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან. ჩვენი ისტორია და ტრადიციები აპრიორი მიუღებელია მათთვის. ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის „ბედნიერ“ ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ.
აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი "წითელ ხაზებს უახლოვდება". ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. რა სტუმარმასპინძლობა, მათთვის ეს უზრდელობა და უხამსობა - ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსს წარმოადგენს. წარმომიდგენია, როგორ ვეზიზღებით ჩვენც და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიც. მოუწევთ მათთან შეგუება - არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების მსგავსად,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |