მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 04 ოქტომბერი 2024, 21:14

ცნობილია 2024 წლის პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რომელიც 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა. ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა.

7-წლიანი ტრადიცია გრძელდება – სამეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდა ხუთი ფინალისტი, რომელთაგან საუკეთესო დღეს განათლების სფეროს წარმომადგენლებით, მეცნიერებით და პედაგოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დაასახელა. ფინალისტებს შორის ორი თბილისის, სამი კი რეგიონების სკოლების პედაგოგი იყო.

ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფულადი პრემიის სახით 15 000 ლარსაც მიიღებს. 7 წლის წინ დაფუძნებული კონკურსის მთავარი მიზანი პედაგოგების პროფესიის პრესტიჟის და პოპულარიზაციის ზრდაა. წლის მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორისაა სწავლის პროცესში გამოყენებული შემოქმედებითი უნარები, კრეატიულობა, პროფესიული მიდგომები. კონკურსი ყოველწლიურად ყველა ქალაქის და რეგიონის პედაგოგებს აერთიანებს.

დაჯილდოების ცერემონია „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: მოქმედ ადმინისტრაციას სურს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ჩვენი ხელისუფლებაც გადატვირთვის მზადყოფნას აცხადებს
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული - აქცენტი ხლისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
არქივი