გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 04 ოქტომბერი 2024, 19:07

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

აბაშიძე ზემოთ ხსენებულს ამერიკის საელჩოს მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში არსებულ მუდმივ საფრთხეებსა და რისკებზე მისი სტრატეგიული მოკავშირე დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ყოველთვის აფრთხილებს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს დაუბრკოლებლად ესხმიან თავს, ისევე როგორც მაღალჩინოსნებს, მათ შორის კონგრესმენებსა და მათ თანაშემწეებს.

„ამერიკის საელჩოს მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯზე, რომ ფრთხილად იყვნენ მისი მოქალაქეები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებულ რაღაც ექსცესებზე, ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში.

შეერთებულ შტატებში არსებულ მუდმივ საფრთხეებსა და რისკებზე მისი სტრატეგიული მოკავშირე დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ყოველთვის აფრთხილებს:
ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე;
პროტესტი ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ძალადობრივიც გახდეს. ყოველთვის ყურადღებით იყავით და მოერიდეთ ლოკაციებს, სადაც პროტესტები იმართება;
ფრთხილად იყავით ძალადობრივ და იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულზე.
ფრთხილად იყავით უცნობ ადგილებში. ეცადეთ მარტო არ იაროთ წყნარ ადგილებში, განსაკუთრებით ღამით.
შესაძლოა, ბანდების სამიზნე იყოს მანქანები, რომლებსაც მართავენ ადამიანები, რომლებიც ტურისტებს ჰგვანან. არ დაიძინოთ მანქანაში გზის პირას ან მოსასვენებელ ადგილებში. მოერიდეთ თქვენს მანქანაში გამოფენილი ნივთების სალონში დატოვებას, დარჩით მთავარ გზებზე, გამოიყენეთ კარგად განათებული ავტოსადგომები...

და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს დაუბრკოლებლად ესხმიან თავს, ისევე როგორც მაღალჩინოსნებს, მათ შორის კონგრესმენებსა და მათ თანაშემწეებს.

ამასთან, 2023 წელს შეერთებულ შტატებში სროლების შედეგად სულ მცირე 197 ადამიანი დაიღუპა და 91 დაშავდა. ბოლო 17 წელიწადში მსგავს ვითარებაში დაღუპულთა რიცხვმა აშშ-ში უკვე 2423-ს მიაღწია.

სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად არა!“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი