ირაკლი ზარქუა: მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, იქნებ დაიცვათ კანონი, გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამის უფლება არ გაქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 04 ოქტომბერი 2024, 17:50

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო, აცნობიერებენ რა, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, გარდა "ნაცებისა", ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ ახლა ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თანამოაზრეებთან ერთად, ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რადგან მათი აგენტურა აგებს. თუმცა, ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს არ აქვთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება, რაც მოსახლეობამაც კარგად იცის.

„მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ელჩი და დანარჩენებიც, ვინც მათი გაერთიანების, "საძმოს" წევრები არიან, ჩვენს ქვეყანას უტევენ, არადა, კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა საარჩევნო საქმიანობაში მიუღებელია. ამიტომ, მე მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, პატივცემულ საზოგადოებას: იქნებ დაიცვათ კანონი, იქნებ გაიაზროთ, რომ თქვენი ეს ქმედებები, არასწორი, მიუღებელი და უარგუმენტო განცხადებები და „ქარდები", არაფერში წერია. ჩვენ გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, თქვენს აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ და საქართველოს მოსახლეობამ იცის ამის შესახებ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული - აქცენტი ხლისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან
არქივი