კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი, 35-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 04 ოქტომბერი 2024, 17:35

კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თბილისი-საგარეჯოს 35-კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთის 4-ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85-კმ-იანი გზა ბაკურციხემდე, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.
კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული - აქცენტი ხლისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან
არქივი