პრემიერ-მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 04 ოქტომბერი 2024, 16:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.

შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი