ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 04 ოქტომბერი 2024, 15:11

იმას, რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან და ამას ევროკავშირის სახელით აკეთებს! იმას, რასაც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს ამასაც, ომის გამოცხადება ჰქვია, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილისოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციაც და მათი მფარველი უცხოელებიც გვეუბნებიან, რომ არჩევნების ჩატარებას ისინი არ მიიღებენ და საქართველოში რევოლუციის მოწყობას აპირებენ, ხალხმა კი ეს არ უნდა დაუშვას და ოპოზიციის პირწმინდად დამარცხებასთან ერთად, არეულობის მომწყობები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

„იმას, რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან და ამას ევროკავშირის სახელით აკეთებს! იმას, რასაც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს ამასაც, ომის გამოცხადება ჰქვია, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ, ოპოზიციაც და მათი მფარველი უცხოელების გვეუბნებიან, რომ არჩევნების ჩატარებას და ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოხატვას ისინი არ მიიღებენ და აქ რევოლუციის მოწყობას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ შემდეგი გახლავთ: 1. პირწმინდად უნდა დავამარცხოთ ოპოზიცია 2. არეულობის მომწყობებს კანონის მთელი სიმკაცრით მოვექცეთ. 3. სრულად უნდა ვამხილოთ დესტრუქციული უცხო ძალები და თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, უკიდურეს შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებაც უნდა „შევთავაზოთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ბანერები, რომლებიც ომსა და მშვიდობას შორის
განსხვავებებს აღწერენ, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია. რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, მან აღნიშნა: „დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში. რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ მოხვდებათ ცხვირში.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი