25
04 ოქტომბერი 2024, 15:08
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ „ქართული ოცნების“ ბანერებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი - ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“.
„კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ასე იცის 41-გრადუსიანმა სიცხემ. ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე? მე ვერ წარმომიდგენია, სამსახური როგორ უნდა გააგრძელონ აქ? მოკლედ, ასე გააგრძელეთ - ყველაფერს ვამჩნევთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |