ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 03 ოქტომბერი 2024, 20:57

მაქსიმალურად გვჭირდება დღეს დაფუძნებული მხარდამჭერთა კლუბის მობილიზაცია. მხარდამჭერთა კლუბის მუშაობაც ხელს შეუწყობს, რომ გვექნება ძალიან ღირსეული შედეგი 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ყველაფერს გაკეთებენ, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად არის გააქტიურებული საარჩევნო შტაბის მუშაობა. მაქსიმალურად გვჭირდება მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ შტაბის მუშაობაც ხელს შეუწყობს იმას, რომ გვექნება ძალიან ღირსეული შედეგი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი მხარდაჭერა დღესაც არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა მუდმივად უნდა ვიყოთ მობილიზებული. რა თქმა უნდა, ყოველ ხმას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი დღეს დაფუძნდა. მას ექიმი თეიმურაზ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ერთია, რომ ეუთო/ოდირის დოკუმენტი გამოქვეყნდა, მაგრამ მეორეა, რომ ასევე ობიექტურად მოხდეს მასში მოცემული საკითხების ტირაჟირება, რათა კვლავ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
რას წერდა ეუთო/ოდირი აშშ-ის 2016 წლის არჩევნების საბოლოო დასკვნაში - ხმის ფარულობა არ იყო ყოველთვის გარანტირებული, წინასაარჩევნო კამპანიას ახლდა პარტიული შუღლის მაღალი ხარისხი
ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალების მიერ ალენ ბერსესთან დაკავშირებულ შეფასებებზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ თავდასხმა მოხდება ყველაზე, ქვეყნის გარეთ, შიგნით, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით ოდნავ ობიექტურ პოზიციას დაიკავებს
შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება
ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
არქივი