PACE მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 ოქტომბერი 2024, 17:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადება სოციალურ ქსელ X-ში PACE-ს გვერდზე არის გამოქვეყნებული.


„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვისაც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი