გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა. რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის „საუკეთესო პრაქტიკის“ შესაბამისად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 02 ოქტომბერი 2024, 15:05

კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო „ანტი-LGBTQI“კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის „ფეიკ ნიუსია“, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და ამით ბერლინში მიღებული დავალება შეასრულა.

„საზოგადოებასთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირებულმა „მართმადიანმა“ სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა. რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის „საუკეთესო პრაქტიკის“ შესაბამისად.

იმავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო „ანტი-LGBTQI“ კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის „ფეიკ ნიუსია“, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა.

საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არც რუსული პროპაგანდაა მისაღები და არც ფსევდოლიბერალური „ბულშითინგი“. საქართველოს ეროვნული ინტერესებია უწინარესი!“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი