დავით ქართველიშვილი: მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ფარული შეთანხმების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ნებართვაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 02 ოქტომბერი 2024, 13:58

სულ რაღაც 18 დღეში (20 ოქტომბერს) მოლდოვაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის თაობაზე. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების წინ მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაჟეიქსმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ მოლდოვას ხელისუფლებასთან მიღწეული ფარული შეთანხმების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ნებართვის თაობაზე, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, ქვეყანაში სკანდალი მწიფდება, ევროკავშირი ელჩი კი არ ურჩევს მოლდოველებს ურჩობას, ვინაიდან ევროინტეგრაცია ავტომატურად ითვალისწინებს ევროპული ეკონომიკის მიერ ყველანაირი ტიპის ყიდვის უნარიანობის ლეგალიზაციას. ასევე, ქართველიშვილის ინფორმაციით, მოლდოვის ექს-პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, უკვე განაცხადა, რომ უცხოურ კორპორაციებზე მიწების გაყიდვის ნებართვა საბოლოოდ დაასამარებს მოლდოვის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

"ვაგრძელებთ დაკვირვებას ნაცების მესამე პრეზიდენტის, ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ რბოლაზე: "დავეწიოთ და გავასწროთ მოლდოვას". სულ რაღაც 18 დღეში (20 ოქტომბერს) ამ ქვეყანაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის თაობაზე. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების წინ მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაჟეიქსმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ მოლდოვას ხელისუფლებასთან მიღწეული ფარული შეთანხმების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ნებართვის თაობაზე. აგრარულ მოლდოვაში, რომელიც ფლობს ინფორმაციას "გლობალური ომის პარტიის" (Black Rock) მიერ უკრაინაში მილიონობით ჰექტრების შესყიდვაზე - მწიფდება სერიოზული სკანდალი.

მწიფდება სწორედ არჩევნების და რეფერენდუმის წინ. იანის მაჟეიქსი კი არ ურჩევს მოლდოველებს ურჩობას, ვინაიდან ევროინტეგრაცია ავტომატურად ითვალისწინებს ევროპული ეკონომიკის მიერ ყველანაირი ტიპის ყიდვის უნარიანობის ლეგალიზაციას. ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა იგორ დოდონმა უკვე განაცხადა, რომ უცხოურ კორპორაციებზე მიწების გაყიდვის ნებართვა საბოლოოდ დაასამარებს მოლდოვას დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და ოფიციალურად აქცევს ქვეყანას - კოლონიად.

ოპოზიციური ბლოკ "გამარჯვების" ლიდერმა, ოლიგარქმა ილან შორმა პირდაპირ განაცხადა: "ევროკავშირის სვავები ნაწილ-ნაწილ გაყიდიან მოლდოვას, როგორც კი მიიღებენ ქვეყანას თავის რიგებში. ჩვენი მიწები ჩალის ფასად გადაეცემა უცხოელებზე. ელჩი მაჟეიქსი არა თუ არ მალავს ამას, განსაკუთრებული ცინიზმით გვიმტკიცებს, თუ რა კარგი იქნება ეს ჩვენთვის. ჩვენი მიწები და რესურსები განიავებული იქნება, ქვეყნის განვითარებას არც არავინ არ აპირებს. წურბლები გამოწოვენ ჩვენგან ყველაფერს, რასაც გასწვდებიან და შემდგომ სანაგვეზე გადაგვისვრიან".

ყოველივე ამის ფონზე 20 ოქტომბრის მოვლენები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ევროკავშირისა და საქართველოსთვის, რომლის სამარცხვინო პრეზიდენტი ასეთი გაშმაგებული აკვიატებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის უფსკრულის პირას მდგომ მოლდოვასთან მიახლოება/გასწრებას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი