თამთა მეგრელიშვილი: საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, კეთილსინდისიერ მმართველობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 02 ოქტომბერი 2024, 13:55

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა.

მისივე თქმით, ყოველივე ეს ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს ქვეყანაში, სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის კარგ პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას.

„საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს ქვეყანაში, სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის კარგ პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას.

საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განსაკუთრებული პროგრესი განიცადა- სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი